რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურ მდივანთან

შეხვედრა პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურ მდივანთან

პოლონეთის რესპუბლიკაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმდჯომარე ზაზა ვაშაყმაძემ გაიმართა შეხვედრა პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურ მდივანთან - ეპისკოპოს არტურ მიჟინსკისთან და მის მოადგილესთან - იაროსლავ მროვჩინსკისთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - დავით დავითაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში - ილია დარჩიაშვილი და მისი მრჩეველი - ნატალია თოფჩიშვილი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორიცელებული პროექტების შესახებ. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან კათოლიკური ეკლესიისათვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას, პაპის ვიზიტებს საქართველოში, ახლადგახსნილ კათოლიკურ ეკლესიას ქ. რუსთავში. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ინტერ-რელიგიურ სათათბიროს ფორმატში საქართველოს მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის დიალოგი თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად.

პოლონეთის მხარე დაინტერესდა კათოლიკური განათლებით საქართველოში, განსხვავებულ რელიგიებს შორის ურთიერთობით  და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხებით. 


უკან