რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ასოციაციასთან

შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ასოციაციასთან

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ასოციაცია, მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. მათ სამუშაო შეხვედრა გამართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ზაზა ვაშაყმაძესთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი, ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, ედვარდ პალაგაშვილი, საქართველოს რაბინები: მეირ კოზლოვსკი, რახამინ მურდუხაშვილი და ასოციაციის წევრი რაბინები.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს მოუთხრო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. კერძოდ, ქართველ ებრაელთა თემისთვის გაწეულ დაფინანსებებზე. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ებრაულ თემს სახელმწიფომ ყველა სალოცავი დაუბრუნა. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება და სწორედ ამის გამო მიენიჭა მას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი.

            სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების გამო და დაადასტურეს რელიგიებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფოს კურსის სრული მხარდაჭერა. მათ, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ებრაული საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს ამ საქმეში მხარდაჭერისათვის. 


უკან