რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა Liberty University -ში

შეხვედრა Liberty University -ში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და  თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორები ჩარლზ ჰობლიტსი და კახაბერ ჩხაიძე აშშ-ის „Liberty University”-ის ესტუმენენ. სააგენტოს თავმჯდომარემ გაცნობითი შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან: ნატალია ლოუესთან, ვილიამ ვეგერტ მინთან და გლენ სტეპთან, სადაც საქართველოს საპატივცემოდ ოფიციალურად აღმართეს ქართული დროშა.

Liberty University - მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ქრისტიანული უნივერსიტეტია, რომელიც ლინჩბურგში ვირჯინიას შტატში მდებარეობს, უნივერსიტეტის კამპუსში 15000 სტუდენტი ცხოვრობს, ხოლო 94000 ონლაინ კურსების მეშვეობით სწავლობს.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სააგენტოს საქმიანობასა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, რელიგიის სფეროში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს უნივერსიტეტებთან და განათლების სამინისტროსთან სამომავლო მემორანდუმების გაფორმების, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და გაცვლითი პროგრამების გააქტიურების შესახებ. სამომავლოდ, Liberty University- ის ადმინისტრაციის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა ქართველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის შეღავათების დაწესებისა და ნაწილობრივი სტუდენტური დასაქმების პროგრამის შესახებ.


უკან