რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ისრაელის იუსტიციის სამინისტროში

შეხვედრა ისრაელის იუსტიციის სამინისტროში

 ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ქრისტიანულ საქმეთა დეპარტამენტის უფროს კურატორს, იოში ჰირშლერს შეხვდნენ.

ზაზა ვაშაყმაძე, მასპინძელი მხარისთვის საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების გაცნობის შემდგომ, დაინტერესდა იმ საკანონმდებლო ბაზითა და გამოცდილებით, რაც ისრაელში რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს განსაზღვრავს და უზრუნველყოფს. ბატონი ჰირშლერის თქმით, ისრაელში რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის. ისრაელში რელიგიის სფეროს რეგულაციები ნაწილდება სამ სამინისტროში (შსს, იუსტიცია, ტურიზმი), რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობას კურირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო იუდეური რელიგიის საკითხები მთლიანად შედის რელიგიის მინისტრის კომპეტენციაში. სახელმწიფო ზრუნავს რელიგიურ გაერთიანებათა საკულტო ნაგებობებზე და მათ კუთვნილ სასაფლაოებზე. აგრეთვე, მიტოვებულ საკულტო ნაგებობებზე და მათ ნანგრევებზე.

მასპინძელმა ხაზი გაუსვა ისრაელში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებას და აღნიშნა, რომ იქ არსებობენ მუსლიმები, დრუზები, ბახაისტები, ქრისტიანული აღმსარებლობის 13 სხვადასხვა ეკლესია (მართლმადიდებლები, კათოლიკები, სომხები, ანგლიკანები, კოპტები) და სხვა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მოქალაქეთა რეგისტრაციას რელიგიური კუთვნილების მიხედვით. თუ პირი გამოიცვლის აღმსარებლობას, ან უარს იტყვის მანამდე აფილირებულ რელიგიაზე, ჩანაწერი კეთდება იუსტიციის სამინისტროში.

ისრაელში, ასევე,არსებობს რელიგიური სასამართლო, რომლის კომპეტენციაშიც შედის ამ რელიგიის მატარებელი მოსახლეობი სქორწინების, განქორწინებისა და საოჯახო სამართლის სხვა საკითხების გადაწყვეტა. ხოლო მათთვის, ვინც არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნება, არსებობს სამოქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობაც. რელიგიური სასამართლოს ქონის უფლება 13 რელიგიურ გაერთიანებას აქვს, თუმცა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ყველა არ იყენებს ამუფლებას და საკითხების გადაწყვეტის უფლებას დელეგირებითვისს ხვა მონათესავე რელიგიის სასამართლოს აძლევს.

ისრაელის რელიგიური კანონმდებლობით დაინტერესებიდან გამომდინარე, ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ქრისტიანულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი კურატორი სტუმრებს ყველა რელევანტური კანონისა და ნორმების გადმოგზავნას შეპირდა.

 

 

 


უკან