რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან

2018 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშესთან - ჰამიდ მოსტაფავისთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ:  მუსლიმთა სამმართველოდან - შეიხი რამინ იგიდოვი,  მუჰამედ  რეზა შალბაფი, ოქტაი ისაევი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომლები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ირანში, შეაჯამეს მისი შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივებზე ისაუბრეს. სააგენტოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისათვის.

ირანის საელჩოს კულტურის ატაშემ  გამოთქვა სურვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და ერთობლივი კონფერენციის მოწყობის შესახებ.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს შემოთავაზებული წინადადებებისათვის.


უკან