რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ირანის  კულტურის ახალ ატაშეს, ჰამიდ მუსტაფავის და უკვე კულტურის ყოფილ ატაშეს - მოჯთაბა ქამრან ფარდის შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად  საქართველოს შეიხი რამინი იგიდოვი, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი და   ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დავუდ ზაარი.

ირანის კულტურის ყოფილმა ატაშემ, ბატონმა ქამრან ფარდიმ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავჯდომარესა და შეიხს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის განვლილი ოთხი წლის განმავლობაში და წარადგინა ახალი ატაშე, ბატონი ჰამიდ მუსტაფავი, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობები, მისი საქმიანობის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდება.

ირანული მხარის შემოთავაზებით, დაიგეგმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ირანში. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დავუდ ზაარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ირანში ვიზიტის შემდეგ, დაიგეგმოს ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც ჩაერთვებიან როგორც ირანული, ისე ქართული მხარეები, მათ შორის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც.


უკან