რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან

შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან

            დღეს, 1 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, სააგენტოს თანამშრომლებმა და  საქართველოს შეიხმა, ჰაჯი რამინ იგიდოვმა, საქართველოს შეიხის მოადგილემ, გურბან მურგუზოვმა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს. სააგენტოს ეწვივნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავად კევამ შაჰიდი, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ალი აბბასი, რექტორის მოადგილე, დოქტორი მოჰსინ კამბარი, უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში, დავუდ ზაარი და ირანის საელჩოს კულტურის ატაშე ჰამიდ მუსტაფავი.

            სააგენტოს თავმჯდომარემ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რექტორს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და სტუმრებს მოუთხრო სააგენტოს საქმიანობაზე, სრულიად საქართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რელიგიის სრული თავისუფლებაა, ყველას ეძლევა თვითგამოხატვის საშუალება და ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს გასაკუთრებულ როლს მუსლიმთა პრობლემების მოგვარებაში.

            რექტორმა ალი აბბასიმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სურვილი აქვს, ითანამშრომლოს საქართველოსთან რელიგიური განათლების სფეროში. სტუმარმა აღნიშნა, რომ საქართველოში რელიგიათა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, იგი ქალაქ არაქიდანაა, რომლის მეჩეთი, თეოლოგიური სასწავლებელი და ბაზარი იუსუპ გურჯის აგებულია. მან სააგენტოს თავმჯდომარე ირანში მიიწვია და რელიგიის სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

            ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიდ ჯავად კევამ შაჰიდიმ ხაზი გაუსვა საქართველოში რელიგიის თავისუფლების მაღალ ხარისხს და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ნაყოფიერი იქნება.

 


უკან