რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა იერუსალიმის ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქთან

შეხვედრა იერუსალიმის ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქთან

ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები იერუსალიმის ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილე III შეხვდნენ. მისმა უწმინდესობამ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, საქართველოს უძველესი ქრისტიანული ისტორიისა და შემწყნარებლობის კულტურის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა და ვრცლად ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ერების ერთიანობის შესახებ.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მას გადასაცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის საქართველოში მოწვევის წერილი, საპასუხოდ ბერძენ-მართლმადიდებელთა იერუსალიმის პატრიარქმა განსაკუთრებული სითბოთი მოიკითხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და აღნიშნა მისი მაღალი ავტორიტეტი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში იმ ფონზე, როდესაც ქრისტიანული ღირებულებების დაცვა ასე მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე მსოფლიოში.

დასასრულს, მისმა უწმიდესობამ გამოთქვა სურვილი, რაც შეიძლება მალე მოხერხდეს მისი ვიზიტი საქართველოში.


უკან