რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან

შეხვედრა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ კრისტიან ურსეს შეხვდა.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებილი საქმიანობა, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ძირითადი ცნობები, მათი დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების მექანიზმები, ასევე რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და ახალი პროექტები, თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, რელიგიური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

           ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა, მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა -„მოხარული ვარ თქვენთან ვიზიტით, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი საქმიანობის მაშტაბებმა, თქვენ მუშაობთ, რათა ხელი შეუწყოთ სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების თანასწორობას საქართველოში.“ ბატონ კრისტიან ურსემ წარმატებები უსურვა სააგენტოს მომავალ საქმიანობაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მზად არის სააგენტოს მომავალ პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად ჩაერთოს.


უკან