რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

            დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლებს - ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯერარდ სკოტს და ამავე ჯგუფის წევრს, ანდრიას პერსენს შეხვდა.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე სტუმრებს ესაუბრა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე - სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სააგენტოს აქტივობების, სახელმწიფო მოხელეთა ტრენინგების, კონფერენციებისა და სამომავლო პროექტების შესახებ.

            სტუმრები დაინტერესდნენ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარებით. ზაზა ვაშაყმაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალში ქართველი მოსახლეობის რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე, საკულტო ნაგებობებში, კერძოდ, მართლმადიდებლურ ტაძრებში ქართული კვალის წაშლის  ფაქტები,

            სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდებისთვის და რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.


უკან