რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

            ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებილი საქმიანობა, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ძირითადი ცნობები, მათი დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების მექანიზმები, ასევე რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და ახალი პროექტები, თავმჯდომარემ ახალ ელჩს წარმატებები უსურვა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

           ბრიტანეთის ელჩმა დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა, დიდი მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა - „ბრიტანეთი არის საქართველოს მეგობარი, ეს მეგობრობა ჩვენი ქვეყნების ბევრ საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი მათგანი არის ტოლერანტობა და ვხედავ რომ თქვენი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ ღირებულების დასაცავად.“  

შეხვედრის დასასრულს,  ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა სურვილი სააგენტოს საქმიანობაში, პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიური ჩართულობის შესახებ.


უკან