რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში

შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში

ავსტრიის  რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის სააგენტოს დელეგაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა და საელჩოს დესპანი, გიორგი ტაბატაძე შეხვდნენ ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლებს: ავსტრიის მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს,  ვოლფგანგ გერტსლს, საკანონმდებლო სპიკერს,  ნორბერტ ზიბერს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარეს, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის  ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკოლაუს შერაკს.

            რელიგიის სააგენტოს თავჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელ მხარეს გააცნო ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

            მასპინძელთა განსაკუთრებული  მოწონება დაიმსახურა  ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატმა, ყოველწლიურმა ინტერრელიგიურმა კონფერენციებმა,  კლასიკურმა და ბრაილის შრიფტით შესრულებულმა ინტერრელიგიურმა კალენდარმა და რელიგიურმა რუკებმა. 

            ავსტრიის პარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნებით, მათ შორის - მუსლიმი თემის, სუნიტებისა და შიიტების  მშვიდობიანი თანაარსებობით და გამოთქვეს ამ უნიკალური მოდელის უფრო ახლოს გაცნობის სურვილი.

            პარლამენტარებმა ქართულ მხარეს გააცნეს ავსტრიის რელიგიური პოლიტიკის დეტალები და მოქმედი რეგულაციები და სტუმრებს საკანონმდებლო პროექტების მომზადების პროცესში ყოველმხრივ ჩართულობას დაპირდნენ.


უკან