რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების პრეზიდენტთან

შეხვედრა ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების პრეზიდენტთან

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლადარჩეულ პრეზიდენტს, იუმით ვურალს. ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლადარჩეული პრეზიდენტისათვის ქართული დელეგაციის ვიზიტი პირველი ოფიციალური შეხვედრა აღმოჩნდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მან მიმოიხილა საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა, ისაუბრა სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დაფინანსებისა და საკულტო-ნაგენობების გადაცემის მექანიზმების თაობაზე, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მუსლიმი თემის შესახებ.

იუმით ვურალმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს დელეგაციას ვიზიტისათვის, აღნიშნა, რომ ის არის ყოფილი ადვოკატი და სულ ახლახანს აირჩიეს ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით.

ორგანიზაცია, რომელსაც ბატონი ვურალი ხელმძღვანელობს, წარმოადგენს ყველაზე დიდ ისლამურ ორგანიზაციას ავსტრიაში, იგი აერთიანებს სუნიტურ და შიიტურ ისლამურ მიმდინარეობებს 600.000 მრევლით, 450 მეჩეთითა და სალოცავი სახლით.

ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისლამური გაერთიანება მხარს უჭერს ახლადმიღებული კანონის რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც მუსლიმი სასულიერო პირები ვენის უნივერსიტეტის ბაზაზე, ისლამური თეოლოგიის ფაკულტეტზე უნდა აღიზარდონ;  შესაბამისად იგი არ იზიარებს სხვა ქვეყნებში სასულიერო პირთა გადამზადების პრაქტიკას.

შეხვედრის დასასრულს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ მასპინძელს სამახსოვროდ გადასცა ქართული ყურანი. 


უკან