რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ავსტრიის ელჩთან

შეხვედრა ავსტრიის ელჩთან

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ არად ბენკოს. შეხვედრას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ამავე სამსახურის რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი, სერგო ფარულავა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ავსტრიის ელჩის აქტიური ჩართულობა რელიგიის სააგენტოს მიერ გამართულ ღონისძიებებში და იმედი გამოთქვა რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრისას, დიალოგის ფორმატში, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, დაიგეგმა ავსტრიაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი,  ავსტრიის კოლეგა უწყებისა და სხვა სამთავრობო თუ რელიგიური ორგანიზაციების  სამართლებრივი ნორმების, ავსტრიის რელიგიური მრავალფეროვნების ტრადიციისა და  გამოცდილების გასაზიარებლად.


უკან