რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩთან, სემუელ ბრაუნბეკთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს მიაწოდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა, ასევე, საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული ფოტო ალბომი - „რელიგიები საქართველოში“ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2017-18წწ. ანგარიში.

ელჩმა მოიწონა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობები და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მის საქმიანობაში. მან ასევე გამოთქვა ინიციატივა, რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.

დასასრულს, სემუელ ბრაუნბეკმა საქართველოში ვიზიტის სურვვილი გამოთქვა. მისი განცხადებით, მნიშნველოვანია აშშ-სა და საქართველოს რელიგიური პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების შეფასება და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.


უკან