რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობითა და პატრონაჟით, რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი  - „Ministerial to Advance Religious Freedom” - გაიმართა, რომელშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მონაწილეობდა. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, სააგენტოს თავმჯდომარემ ორმხრივი სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩთან, სემუელ ბრაუნბეკთან.

მასპინძელმა დიდი მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მინისტერიალში მონაწილეობისათვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას, ასევე, გადმოთქვა შეშფოთება რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის გამო.

სემუელ ბრაუნბეკი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციით, ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, ქართული საკულტო ნაგებობების გადარჩენისა და იერსახის შენარჩუნების საკითხებით. 

ელჩმა რელიგიის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა, მისი განცხადებით, საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

დასასრულს, სემუელ ბრაუნბეკმა საქართველოში ვიზიტის სურვვილი გამოთქვა და საქართველოს დელეგაციას რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისათვის ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.


უკან