რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციებთან

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციებთან

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ერთობლივი შეხვედრა გამართა აშშ-ში მოქმედ საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ,  „NCSIJ” -ის  (ევრაზიის ებრაელთა მხარდაჭერის ნაციონალური კვალიცია) თავმჯდომარის მოადგილე მარ ლევინთან, ამავე ორანიზაციის დირექტორის მოადგილე ლესლი ვეისთან და  ორგანიზაცია „ბნაიბრით“-ის ვიცე პრეზიდენტთან,  დენ მარიშინთან.

შეხვედრაზე მასპინძლებმა ზაზა ვაშაყმაძეს გააცნეს ორგანიზაცია “NCSIJ” –ის საქმიანობის შესახებ, აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 50 ებრაულ ეროვნულ ორგანიზაციას, მათ შორის -  „ბნაიბრითსაც“. მათი განცხადებით, ეს ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ მრავალ სახელმწიფოსთან ებრაული დიასპორისა და რელიგიის საკითხებში.

დენ მარიშინის განცხადებით, მათი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ შორის- რელიგიის სფეროშიც. მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას, მოიწონეს საქართველოს მხრიდან ამ ურთიერთობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივა და იუნესკოს მიერ აღნიშნულის აღიარების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს.

მათ, ასევე, დადებითად შეაფასეს რელიგიის სააგენტოს მიერ ეროვნულ მუზეუმში ორგანიზებული რელიგიური გამოფენა და მისი აშშ-ში მოწყობის სურვილი გამოთქვეს.


უკან