რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში

შეხვედრა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალქო უფლებების ოფისის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიური დისკრიმინაციის საკითხებზე - ერიკ ტრინთან და იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური ოფისის ევრაზიის რეგიონლურ დირექტორთან - კატერინა ლ. ნიუკამბესთან.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძლებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ რელიგიური ორგანიზაცების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმები.

ერიკ ტრინმა და კატერინა ნიუკამბემ დადებითად შეაფასეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მოწონებულ იქნა  სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემის საკითხები რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე მოწონებულ იქნა რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები, რომლებიც შეეხება საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიმართულებით.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაინტერსდნენ საქართველოში  რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების საკითხით, ამ მიმართულებით არსებული იმ ძირითადი გამოწვებით, რაც რელიგიათაშორის მშვიდობიანი თანაცხოვრების წინაშე დგას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, როგორც ლოკალურ ასევე რეგიონალურ დონეებზე. მასპინძლების მხრიდან გამოითქვა საქართველოში ვიზიტის სურვილი - ქართული რელიგიური პოლიტიკის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით.


უკან