რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

სემინარი ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია

სემინარი ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია

13-14 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში OSCE (ეუთო) - ს ორგანიზებით სემინარი „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“ იმართება, რომელშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ და სააგენტოს ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ მიიღეს მონაწილეობა.

სემინარის ძირითადი თემები გახლდათ ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა  და რადიკალიზაციის განსაზღვრა, მის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკა და მექანიზმები - საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილებები, ასევე ცნობიერების ამაღლება გენდერის საკითხებში.

სემინარში მონაწილეობდნენ: ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის ოფიცერი, მოდერატორი, კამილა ბონოე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელი, იოჰანეს ჰაილერი,  ნიდერლანდების ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და აღკვეთის კოორდინაციის პროექტის ხელმძღვანელი, ჯორდი დე სხეფერი  და ესპანეთის ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის დაზვერვის ცენტრის სექციის ხელმძღვანელი, ტომას სანტამარია აგუდო.


უკან