რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

სახარების რწმენის ეკლესია ფერიცვალებას აღნიშნავს

სახარების რწმენის ეკლესია ფერიცვალებას აღნიშნავს

დღეს სახარების რწმენის ეკლესია ფერიცვალებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო  ქრისტე თავის სამ მოწაფესთან - პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად.

მაცხოვრის ლოცვისას დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ.  გაღვიძებისას კი ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც იესოს მომავალი ვნებების შესახებ საუბრობდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს  დღესასწაულს, სიკეთესა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 


უკან