რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

საქველმოქმედოა აქცია ქალაქ გორში

საქველმოქმედოა აქცია ქალაქ გორში

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით ქალაქ გორის წმინდა წყლის დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ლატვიური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივისა“ და  სახარების ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა გორის სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას ქალაქ გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ესწრებოდა.

რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები დაინტერესდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, აღინიშნა, რომ ამგვარი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირისა და ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივის“ წარმომდგენლება მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკთხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტიური თანამშროლობისა და ჩართულობისათვის.

საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი უკვე ოთხი წელია აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც სააგენტოს ინიციატივით იმართება ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.  ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და   სისტემატურად ეხმარება საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას    სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.


უკან