რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, რადგან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, მშვიდობა და სიხარული მის ყოველ მკვიდრს. ქრისტე აღდგა!


უკან