რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთში სააგენტოს წარმომადგენლობა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთში სააგენტოს წარმომადგენლობა გაიხსნა

            დღეს, 2 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, სამცხე-ჯავახეთში სააგენტოს წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე გააცნო დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, კათოლიკური ეკლესიის, სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და ებრაული თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, რეგიონული წარმომადგენლობა რელიგიურ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის მეტ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენლის კანდიდატურას, იგი რეგიონისა და მისი ისტორიის ცოდნის შესაბამისად შეირჩა. ელვარდ ზაზაძე პროფესიით ისტორიკოსია, მას აქვს ასევე, პედაგოგიური გამოცდილება და სამხარეო მუზეუმში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ.        

რეგიონული ოფისი რელიგიურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უკეთეს კოორდინაცას შეუწყობს ხელს, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის სააგენტოს საქმიანობას რეგიონში და საშუალებას მისცემს უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფ მოგვარებას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობა სამ რეგიონში - აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მუშაობს.

 

 


უკან