რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

სააგენტოს პროექტი სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის სოფელ ლამბალოში

სააგენტოს პროექტი სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის სოფელ ლამბალოში

დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, რელიგიის სააგენტოს ახალი პროექტის, „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე, პანტელეიმონ კლდიაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტის შექმნა განაპირობა სააგენტოს მიერ 2018–2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებულმა სემინარების ციკლმა - „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“, რომლის დროსაცგამოიკვეთა, რომ სემინარების მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს თემის გაგება-გააზრება უჭირდათ სახელმწიფო ენის სათანადოდ ან საერთოდ ვერ ფლობის გამო. გადაწყდა, განხორციელებულიყო სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, სახელწოდებით: „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

პროექტის მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, სწავლების პროცესის სრულყოფა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირება.


უკან