რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რუსთავში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლობა გაიხსნა

რუსთავში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლობა გაიხსნა

დღეს, 11 მარტს, ქ.რუსთავის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქვემო ქართლში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი წარუდგინა.

პრეზენტაციას ქვემო ქართლის გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის ეპარქიის მღვდელმთავარი - მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, კათოლიკური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიებისა და სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა სააგენტოსთვის ახალი გამოწვევაა და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. კერძოდ რეგიონული ოფისი იქნება რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკეთესი კოორდინაციისა და ჩართულობის საშუალება. რაც, საბოლოო ჯამში, გაცილებით ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის სააგენტოს საქმიანობას რეგიონში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობა სამ რეგიონში - აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახათეში იმუშავებს. პირველი წარმომადგენლობა რუსთავში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.


უკან