რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა

რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა

რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომხური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის და სხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორებმა შმაგი ჭანკვეტაძემ და გიორგი ჩიტაძემ შეკრებილ მრევლსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს შობის დღესასწაული, პასტორებმა ისაუბრეს ეკლესიის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ მადლობა გადაუხადეს სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლისას მიესალმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მათ შობა-ახალი. მან სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა, მისი განცხადებით რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის გახსნა სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა. „ ყოველივე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ჩვენი ამ ტაძარში შეკრება არის დასტური იმისა, თუ როგორ კეთდება საქმე და რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის თანამშრომლობას, პარტნიორულ, მეგობრულ და ურთიერთგაგების საფუძველზე.“


უკან