რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიური გაერთიანებების 2018 წლის დაფინანსება

რელიგიური გაერთიანებების 2018 წლის დაფინანსება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 24 იანვრის N1/36 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან უკვე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი - შემდეგი ოდენობებით:

  1. საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
  3.  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

            2018 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, 2018 წლის 25 სექტემბრის რეკომენდაციით, შემდეგი ოდენობით გადანაწილდა:

  1. საქართველოს ისლამურ თემს - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  2.  საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეურ თემს - 100 000 (ასი ათასი) ლარი.

მთლიანად, 2018 წელს, რელიგიური გაერთიანებები შემდეგი ოდენობის თანხებს მიიღებენ::

  1. საქართველოს ისლამური თემი - 2. 750 000 (ორი მილიონ  შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  2.  საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;
  3. საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეური თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

            სააგენტოს მიერ 2018 წელს განაწილებულმა თანხებმა 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შეადგინა.


უკან