რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა

რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა

დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის მიზანია, საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც  უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.

სამუშაო ჯგუფმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, იმსჯელეს რელიგიური ორგანიზაციების რესტიტუციის, დაფინანსების, მშენებლობის უფლების, რელიგიური განათლებისა და სხვადასხვა მთავარი რელიგიური დღესასწაულების უქმედ გამოცხადების შესახებ.

სამუშაო ჯგუფს წარმოადგენდნენ: საქართველოში მოქმედი  რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.


უკან