რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიის სააგნეტო ქართულ-ებრაულ სკოლას ეწვია

რელიგიის სააგნეტო ქართულ-ებრაულ სკოლას ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერს“ ესტუმრნენ. სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა მოსწავლეთა საჭიროებებით. თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარემ მერაბ ჩანჩალაშვილმა და სკოლის დამფუძნებელმა რაბინმა მეირ კოზლოვსკიმ სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

            სკოლა „ორ ავნერი“ ამჟამად თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებრაეობს და მასში 105 მოსწავლე სწავლობს. შენობაში, ასევე, ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. სკოლისა და საბავშვო ბაღის მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო, კრწანისში დაიგეგმა და წარმატებით მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს კრწანისში სკოლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები. მერაბ ჩანჩალაშვილის განცხადებით, ქართულ-ებრაული სკოლა „ორ ავნერის“ ახალი შენობა 2019 წლის სექტემბერში დასრულდება, იგი 180 მოსწავლესა და 40 პედაგოგზე არის გათვლილი. სკოლის გვერდით ავევე შენდება ახალი საბაშვო ბაღი 90 აღსაზრდელისათვის.  

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს ებრაულ თემთან და მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას საქართველოში.


უკან