რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიის სააგენტოს ტრენინგი სტუდენტებისათვის ზუგდიდში

რელიგიის სააგენტოს ტრენინგი სტუდენტებისათვის ზუგდიდში

29 მაისს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა გამართეს  ტრენინგი სტუდენტებისათვის, რომელსაც 200-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ მან რელიგიის სააგენტოს საქმიანობასა და ქვეყანაში არსებულ რელიგიურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის თანამშრომელმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.

სემინარების ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნული კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, ორ ეტაპად იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ.


უკან