რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მუსლიმ სასულიერო ლიდერებს უმასპინძლა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მუსლიმ სასულიერო ლიდერებს უმასპინძლა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს შეიხს, რამინ იგიდოვსა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს, იასინ ალიევს უმასპინძლა.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა მუსლიმი თემის საჭიროებებითა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბოლო აქტივობებით, სტუმრებმა ისაუბრეს დაგეგმილ ღონისძიბებისა და სამომავლო საქამიანობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში გაიმართა შეიხისა და მუფტის არჩევნები, რომელთა შედეგადაც რამინ იგიდოვი და იასინ ალიევი 5 წლის ვადით იქნენ არჩეულნი.

ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა სტუმრებს არჩევნებში გამარჯვება და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


უკან