რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიის სააგენტომ ბრაილის შრიფტის ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის სააგენტომ ბრაილის შრიფტის ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა

2018 წლის 17 იანვარს, 13.00 სთ., საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა.

            ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, მისი მოადგილე რატი იონათამიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ირინე ობოლაძე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე, კავშირის წევრები 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორი ხათუნა ჯალაღანია და სკოლის პედაგოგები.

            პრეზენტაციის მიზანი უსინათლო ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.

            პრეზენტაცია გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ - რომელმაც აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტო უკვე მეოთხე წელია, რაც ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს. 2018 წელს მას ახალი ფორმატი დაემატა - ინტეგრირებული კალენდარი ბრაილის შრიფტითაა დაბეჭდილი და უსინათლოებისთვისაა განკუთვნილი. რელიგიის სააგენტო ინტერ-რელიგიური კალენდრის ახალი ფორმატით აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.

 

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრები საჩუქრად გადასცეს უსინათლოთა კავშირის წევრებსა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ ინტერ-რელიგიურ კალენდარს ბრაილის შრიფტი წელს დაემატა და იგი მომავალში ყოველწლიურად გამოიცემა.


უკან