რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ქრისტეშობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში

ქრისტეშობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე უძღვებოდა.

შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს ქალაქ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი. ქრისტეს დაბადება ახალი ცივილიზაციის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების დასაწყისია. მორწმუნეები ყოველწლიურად აღნიშნავენ იესოს შობას და ამით კვლავ და კვლავ იზიარებენ სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაულს.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას დაწარმატებებს გისურვებთ.


უკან