რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ქ.ბათუმში რელიგიის სააგენტოს ტრენინგები გრძელდება

ქ.ბათუმში რელიგიის სააგენტოს ტრენინგები გრძელდება

დღეს ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო ტრენინგი სტუდენტთათვის.

ტრენინგი 2018-20 წწ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამ ეტაპად ქ.ბათუმში იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, სტუდენტები და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

დღევანდელ სემინარებს დაესწრნენ: იურიდიული ფაკულტეტის 80 და სოციალური მეციერებების 80 სტუდენტები.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი - სერგო ფარულავა.

ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნული კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.


უკან