რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ქართველ ებრაელთა თემმა რელიგიურ ორგანიზაციებს უმასპინძლა

ქართველ ებრაელთა თემმა რელიგიურ ორგანიზაციებს უმასპინძლა

დღეს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ქართველ ებრაელთა თემმა, რელიგიურ ორგანიზაციებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უმასპინძლა. ღონისძიებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა - რაბინმა  რახამინ მურდუხაშვილმა, საქართველოს იეზიდთა  სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა დიმიტრი ფირბარმა, სრულიად საქართველოს  მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ,  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა,   ლათინ   კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსმა პასტორმა  შმაგი ჭანკვეტაძემ და საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენელმა ტარიელ პაპინაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცეს ერთმანეთსა და შეკრებილ საზოგადოებას, მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანიტრადიციის შესახებ.

 ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიურ ორგანიზაციებსა და შეკრებილ სტუმრებს მიულოცა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და საჩუქრები გადასცა მათ.


უკან