რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ქალაქ ბათუმში რელიგიის სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

ქალაქ ბათუმში რელიგიის სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

დღეს, 20 მარტს, ქალაქ ბათუმის მთავრობის სახლში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის სააგენტოს აჭარის რეგიონული წარმომადგენელი - აბესალომ ასლანიძე ოფიციალურად წარადგინა.

წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, ქალაქ ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, კათოლიკური და სომხური ეკლესიების სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისი ქვემო ქართლის შემდეგ დღეს ბათუმში გაისხნა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მეტ კოორდინაციასა და ჩართულობას არსებული საკითხების მოგვარებისათვის. სააგენტოს წარმომადგენლობა ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონში ოფიციალურად ფუნქციონირებს, ახლო მოამვალში იგეგმება სამცხე-ჯავახეთის ოფისის გახსნა.


უკან