რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

პრემიერ მინისტრმა საქართველოს მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ მინისტრმა საქართველოს მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს „ყურბან-ბაირამის“ დღესასწაულთან მიულოცა, ღონისძიებას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები, საქართველოს შეიხი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მუსლიმური ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ჯუმა მეჩეთში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართეს და მუსლიმანთათვის უდიდესი, მსხვერპლშეწირვის დღესასწაული  - „ყურბან-ბაირამი“ მიულოცეს.

პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მუსლიმი თემის ისტორიულ მშვიდობიან ცხოვრებასა და მოღვაწეობას საქართველოში, მან მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აქტიური ჩართულობისათვის ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით გამოსვლისას დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ისლამის მოდელი უნიკალურია და მისაბაძია თანამედროვე მსოფლიოსათვის.


უკან