რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

პარლამენტში რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი ჯგუფის პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ: საქართველოში მოქმედი  რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეკრებილ სამუშაო ჯგუფს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საკითხებთან დაკავშირებით პოზიციეები დააფიქსირეს: სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსმა ვაზგენმა (მირზახანიანი), საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარემ ედუარდ პალაგაშვილმა და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორმა შმაგი ჭანკვეტაძემ.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უძღვებოდა, მისი განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფი ფართო ჩართულობით იყო წარმოდგენილი.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ჯგუფში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. მოგეხსენებათ, რელიგიის თემაზე დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. შესაბამისად, კომიტეტში გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე თავად ისაუბრონ“

სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი გალხავთ, საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც  უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას.


უკან