რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

მესამე სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში

მესამე სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ: საქართველოში მოქმედი  რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დამსწრე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ნაწილი რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღების თაობაზე, მათ წინაშე არსებული რიგი საკითხების მოგვარების მიზნით, ხოლო სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს პოზიცია მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციების შეტანის შესახებ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა რელიგიური ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემატური საკითხებით, მან სიტყვით გამოსვლისას უპასუხა სასულიერო პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.         

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, სააგენტო მუდმივად მზად არის ითანამშრომლოს და დაეხმაროს საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას მათ წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი გალხავთ, საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც  უზრუნველყოფს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას.


უკან