რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი. ქრისტეს დაბადება სამყაროში ახალი ეპოქის დასაწყისია. მორწმუნეები ყოველწლიურად აღნიშნავენ იესოს შობას და ამით კვლავ და კვლავ იზიარებენ სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს უსურვებს.


უკან