რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

დღეს საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ, ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ         მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.


უკან