რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

მარკუს შოხის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში

მარკუს შოხის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში

2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ახალ ეპისკოპოსს, მარკუს შოხს,  უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  ზაზა ვაშაყმაძემ, სტუმარს გააცნო ჩვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით მიმდინარე პროცესები და სახელმწიფოს, კერძოდ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობა ამ თვალსაზრისით;  სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმი; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ეპისკოპოსს წარუდგინა რელიგიური რუკა და რელიგიური კალენდარი, რომელშიც ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაულია აღნიშნული.

„ჩვენი უშუალო ჩართულობითა და მონდომებით მრავლწლიანი განხილვის შედეგად, სახელმწიფომ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას უვადო მფოლობელობაში გადასცა ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი მასზე განთვსებული საკულტო ნაგებობის ჩათვლით“- განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ

მარკუს შოხმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს დახმარებისა და მხარდაჭრისთვის, მისი განცხადებით ლუთერანული ეკლესია შეეცდება საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები განახორციელოს. „მზად ვართ სააგენტოსთან და სახელმწიფოსთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ჩვენი მიზანია ქართული საზოგადოების კეთილდღეობაში ჩვენი როლი ვითამაშოთ“ - განაცხადა ეპისკოპოსმა.

ზაზა ვაშაყმაძემ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა : „ იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიური ქმედითი და შედეგიანი იქნება მომვალში“

შეხვედრის ბოლოს სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს საჩუქრად რელიგიური რუკა, კალენდარი,  ქართულ ენაზე ნათარგმნი ბიბლია გადასცა.


უკან