რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

კონფერენცია „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“

კონფერენცია „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“

დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს ეზიდთა თემი „როჟა ფარმანა შანგალე“-ს - შანგალის ეზიდთა გენოციდის დღეს (გლოვის დღეს) აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში შედგა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინიციატივით მოწყობილი კონფერენცია „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“, რომელიც 2014 წლის 3 აგვისტოს ერაყში დაწყებული ეზიდების გენოციდის 3 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს კრების თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, რელიგიის თემაზე მომუშავე ექსპერტებ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიი.

            კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს საერთაშორისო ტერორიზმზე, როგორც უმთავრეს გამოწვევაზესამყაროში და იმ საფრთხეებზე, რასაც მისი გავრცელება უქადის  თანამედროვე მსოფლიოს. კონფერენციის მონაწილეებმა ნახეს ერაყში ეზიდთა გენოციდისადმი მიძღვნილი ფილმი და დაათვალიერეს ამავე თემისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა 


უკან