რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტით

ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტით

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მეოთხე წელია, რაც ინტერრელიგიურ კალენდარს გამოსცემს. კალენდარში თავმოყრილია  სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები, იგი ხელს უწყობს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას. ინტერრელიგიური კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ საჯარო უწყებებში, რაც რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

            2018 წელს ტრადიციულ ინტერრელიგიურ კალენდარს ახალი ფორმატი დაემატა, რომლის საკულტო ნაგებობის ფოტოებით გაფორმებულ ყდას ვერ ხედავენ კალენდრის ადრესატები, ხოლო მის შიგთავსს - სხვა დანარჩენი მომხმარებელი: კალენდარი ბრაილის შრიფტითაა დაბეჭდილი და უსინათლოებისთვისაა განკუთვნილი. რელიგიის სააგენტო ინტერრელიგიური კალენდრის  ახალი ფორმატით აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.

            ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.


უკან