რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ჰუმანიტარული აქცია საჩხერეში

ჰუმანიტარული აქცია საჩხერეში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საჩხერეში ჰუმანიტარული აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგლემ, გიორგი უკლებამ და სააგენტოს თანამშრომლება საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონს 90 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჭიათურისა დასაჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, კაცხის სვეტის მონასტრისა და მღვიმევის დედათა მონასტრის წინაძღვრები.

სააგენტოს თანამშრომლები დაინტერესდნენ ადგილობრივი სკოლა-პანსიონისა და მრევლის საჭიროებებით. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია საჩხერეში მესამედ იმართება.


უკან