რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

გრძელდება რელიგიის სააგენტოს ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

გრძელდება რელიგიის სააგენტოს ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. დღეს, 16 მარტს, გაიმართა შეხვედრა პოლონეთის ებრაელთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სტანისლავ კრაევსკისთან. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, ილია დარჩიაშვილი.

            შეხვედრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მონათხრობმა ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვანი ისტორიის თაობაზე. აგრეთვე, იმ ფაქტმა, რომ ამ ურთიერთობას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. „- დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, არა მარტო ისტორიული რაკურსით, არამედ ამ ისტორიის გავლენით თანამედროვე ქართულ საზოგადოებაზე“ - განაცხადა სტანისლავ კრაევსკიმ.

            ქართულმა მხარემ მასპინძლებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს იუნესკოში განაცხადის შეტანას, რათა ქართულ-ებრაული, მსოფლიოში უძველესი, ურთიერთობა აღიარებული იქნას იუნესკოს მიერ. მასპინძელმა მხარემ აღნიშნულ ინიციატივას უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა.

            ბატონმა კრაევსკიმ, როგორც ვარშავის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა, დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში ებრაული ისტორიული-სამეცნოერო კვლევების ჩატარების თვალსაზრისით. აგრეთვე, გამოთქვა ინიციატივა, ებრაული სწავლებებისა და კვლევების გაფართოების მიზნით, ვარშავის უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების მიწვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მასპინძლების თხოვნას სააგენტომ მზადყოფნით უპასუხა.


უკან