რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის შერიგების ტაძარში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის VI სინოდის I სხდომა გაიმართა.

სხდომას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის, ბაქოსა და საქართველოს რეგიონული ლუთერული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სინოდს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ახლად არჩეული ეპისკოპოსი მარკუს შოხი უძღვებოდა.

სინოდის გახსნაზე წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ. მან ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი ეპისკოპოსის არჩევა და წარმატებები უსურვა მარკუს შოხს მომავალ საქმიანობაში.

 „ჩვენ გვაქვს პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება ლუთერულ ეკლესიასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან, მათ შორის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან და იმედი გვაქვს რომ ეს ურთიერობა მომავალში უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული იქნება.“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.


უკან