რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ახალი ეპისკოპოსი უხელმძღვანელებს

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ახალი ეპისკოპოსი უხელმძღვანელებს

დღეს თბილისის შერიგების ტაძარში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ღვთისმსახურებაზე პასტორი მარკუს შოხი ეპისკოპოსად აკურთხეს. 
   ღონისძიებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, ყაზახეთის რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებიდან მოწვეული ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსები და პასტორები ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას 9 წლის განმავლობაში ეპისკოპოსი ჰანს იოაჰინ კიდერლენი ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი შეცვლის.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სტუმრებმა სიტყვით მიემართეს ახლად არჩეული ეპისკოპოს, მიულოცეს მას იერარქიული დაწინაურება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.  
 რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ნინო ჭავჭავაძემ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ. მისი განცხადებით რელიგიის სააგენტო დაარსებიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან - "ვიმედოვნებთ, რომ ახალი ეპისკოპოსის მოღვაწეობისას სააგენტოსა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო იქნება." - განაცხადა ნინო ჭავჭავაძემ.  
  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში დოქტორმა ჰაიკე ფაიჩიმ მიულოცა ლუთერულ ეკლესიას ახალი ეპისკოპოსის არჩევა და წარმატებები უსურვა მას. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოს ტერენტი გრანელის ქუჩის N 15 (ყოფილი გერმანელთა სასაფლაო) არსებული ეკლესიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ლუთერული ეკლესიისათვის გადაცემისათვის.

 

 


უკან