რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს თამარობა აღინიშნება

დღეს თამარობა აღინიშნება

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ერი წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, რომელსაც მემატიანე მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა.

დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. საზეიმო ღონისძიებები ტარდება აგრეთვე ქალაქ ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), სადაც თამარ მეფის დიდი ძეგლია აღმართული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სრულიად საქართველოს დღესასწაულს, მშვიდობას, ერთობასა და სიმტკიცეს უსურვებს მას.


უკან