რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა

დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს - 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. უკვე 27 წელია, ყოველწლიურად აღვნიშნავთ დღეს, რომელსაც ასე ნატრობდა და ვერ მოესწრო მრავალი თაობა. დღესვე აღინიშნება საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე - მარადიული დიდება გმირებს, ვინაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანა დღევანდელი დღე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას!


უკან